weather cur horoscope tv
აგვისტო 16, 2022

თბილისში ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ბავშვი მე-2 სართულიდან გადმოვარდა

14:16 ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017

თბილისში, ფონიჭალაში მდებარე 206-ე საბავშვო ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბარში ბაღის დირექტორმა მარინა გოგოლაძემ განაცხადა, რომ აღსაზრდელი „ინკლუზიური იყო და პირველი სართულიდან გადმოხტა“.

„რა თქმა უნდა, გადარჩა. ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმს ვესაუბრებით და ყველაფერი კარგად არის. ყველა იქ ვიყავით, მაგრამ ინკლუზიური ბავშვები მოგეხსენებათ. მცდელობა ჰქონდა დღეს კი არა ყოველ დღე და დღეს დააგვირგვინა“, - აღნიშნა გოგოლაძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მომხდარს გამოეხმაურა თბილისის მერი, რომელმაც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს დაავალა, გამოძიების დასრულებამდე, შეუჩეროს უფლებამოსილება ბაგა-ბაღის დირექტორს და იმ აღმზრდელებს, რომლებიც ამ კონკრეტული შემთხვევისას სასწავლო პროცესზე ზედამხედველობას ახორციელებდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ძალისხმევას არ იშურებს ქალაქის მასშტაბით არსებულ ბაღებში უსაფრთხო გარემოსა და სივრცის შესაქმნელად, მოხდა ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაც ყოვლად გაუმართლებელია. თბილისის მერია გმობს მომხდარს და მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]