weather cur horoscope tv
აგვისტო 16, 2022

ჟურნალისტები თურქ მებაჟეებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

15:32 ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი აცხადებს, რომ მას და მის ოპერატორს, ანდრო ქაჩიბაიას თურქმა მებაჟეებმა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მებაჟეებმა ჯენი კვანრალიანს პასპორტი და მობილური ტელეფონი წაართვეს. ცდილობდნენ მიკროფონის და კამერის წართმევასაც.

„აჭარის ტელევიზიის“ გადამღები ჯგუფი სარფის საბაჟოზე არსებული შეფერხების გადაღებას და დეტალების გასარკვევად თურქეთის მხარეს გადასვლას ცდილობდა.

„როდესაც დაინახეს, რომ ნეიტრალურ ზონაში კამერით და მიკროფონით ვიყავით, თურქმა მებაჟეებმა ოპერატორს კამერის ჩამორთმევა დაუპირეს. მობილურით Facebook Live-ს ჩართვა მოვახერხე, რის შემდეგაც მებაჟეებმა პირადობა წამართვეს. ცემა დამიწყეს, ფიზიკურად შეეხნენ ჩემს ოპერატორსაც. საქართველოს მოქალაქეებმა დაიწყეს ყვირილი, რომ ჟურნალისტები ვიყავით და დოკუმენტი უკან დაებრუნებინათ. ატყდა ხმაური. ამის შემდეგ მებაჟეებმა პასპორტი მოგვაწოდეს“, - ციტირებს „აჭარის ტელევიზია“ ჯენი კვანტალიანის კომენტარს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ნათია კაპანაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და მომხდარით დაინტერესება მოითხოვა.

ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდა თურქეთის გენერალური კონსული იასინ თემისქანი, რომელმაც განაცხადა, რომ ამ დროისთვის სამართალდამცავები ვიდეოჩანაწერებს ეცნობიან. „თუ რომელიმე თანამშრომლის ბრალეულობა გამოიკვეთა, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება“, - აღნიშნა კონსულმა.

დღეს დილიდან სარფის საბაჟოზე საქართველოდან თურქეთში მიმავალ ადამინების ნაწილმა საზღვრის გადაკვეთა ვერ შეძლო. ისინი აცხადებენ, რომ თურქი მესაზღვრეები გაუგებარი მიზეზით უკან აბრუნებენ და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]