weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბრიტანეთის პარლამენტის რესტორნის მენიუში ქართული კერძები შეიტანეს

16:30 ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017

ბრიტანეთის პარლამენტში ქართული კერძების კვირეული გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ქართული კერძები პარლამენტში მდებარე რესტორნის მუდმივ მენიუში შეიტანეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ქართული სამზარეულოს კვირეული A Taste Adventure to Georgia პირველად მოეწყო. სექტემბრის დასაწყისში გამართული კვირეულის ფარგლებში მსურველებმა პარლამენტის რესტორანში ქართული ეროვნული კერძები დააგემოვნეს.

ღონისძიებას ბრიტანეთის პარლამეტის წევრები, ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე მომუშავე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფი და მისი თავმჯდომარე, ჯონათან ჯანოღლი დაესწრნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]