weather cur horoscope tv
აგვისტო 11, 2022

გერმანიასა და იტალიაში ქურდობისთვის საქართველოს 28 მოქალაქე დააკავეს

10:53 სამშაბათი, 26 სექტემბერი 2017

გერმანიასა და იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 28 მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედია გამოძიების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ კრიმინალურმა დაჯგუფებამ, რომელიც ქუთაისის კლანთან არის დაკავშირებული, 2015 წლიდან იტალიის სხვადასხვა რეგიონში 85 სახლი და ოფისი გაქურდა.

კარაბინერებმა ქალაქ რეჯიო-ემილიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საცავი აღმოაჩინეს, საიდანაც მოპარული ნივთები საქართველოში იგზავნებოდა. საცავში რამდენიმე ათასი ევროს ღირებულების ნივთებიც იპოვეს. რეჯიო-ემილიაში სამართალდამცავებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. მათი ასაკი 48, 46 და 22 წელია.

იტალიური მედიის ცნობით, დაკავებულებს ქალაქ ტურინში „კიკბოქსინგის სპორტული კლუბი“ ჰქონდათ გახსნილი, სადაც ისინი საკეტების და სეიფების სწრაფად გახსნაში ვარჯიშობდნენ.

„ქუთაისის უმსხვილესი კლანი, რომელიც საქართველოს ქალაქში წარმოიშვა, მთელ ევროპაში მოქმედებს და საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებს ახორციელებს“, - წერს იტალიური გამოცემა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]