weather cur horoscope tv
აგვისტო 11, 2022

UNICEF-ის კონკურსი შშმ ბავშვთა უფლებებზე მზრუნველი მუნიციპალიტეტის გამოსავლენად

12:43 ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017
UNICEF-ის კონკურსი შშმ ბავშვთა უფლებებზე მზრუნველი მუნიციპალიტეტის გამოსავლენად ფოტო © რადიო თავისუფლება

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) ანტი-სტიგმა მოძრაობა „დაინახე ყველაფერის“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს მუნიციპალიტეტებს შორის შეზღუდული შესაძლებობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საუკეთესო გამოცდილების გამოსავლენად. კონკურსი 25 სექტემბერს დაიწყო და 4 კვირა გაგრძელდება.

კონკურსის მიზანია, გამოვლინდნენ საუკეთესო გამოცდილებისა და სოციალური პროგრამების მქონე მუნიციპალიტეტები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ქმნიან ხელმისაწვდომ გარემოს (ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, საჯარო ტრანსპორტი, გასართობი ადგილები) და ზრუნავენ მათ განვითარებასა და სოციალურ ინკლუზიაზე; კონკურსი ასევე მიზნად ისახავს, გამოვლინდეს მუნიციპალიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

17 ოქტომბერს სამ გამარჯვებულ მუნიციპალიტეტს შშმ პირთა უფლებების დამცველი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და შშმ ბავშვთა მშობლებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ერთ-ერთი ყველაზე გარიყული და დისკრიმინირებული ჯგუფია საქართველოში. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 40%-ზე მეტი, არასწორი ცოდნისა და დისკრიმინაციული ცრურწმენების საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ უარყოფითი განწყობის, სტიგმის მატარებელია. აღნიშნული სტიგმები, ნეგატიური დამოკიდებულება თუ პოზიტიური დისკრიმინაცია კი ხელს უშლის ბავშვებს და ზრდასრულ ადამიანებს განვითარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში, ართმევს მათ უფლებას, იყვნენ თანასწორნი.

სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანია „დაინახე ყველაფერი“ გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით და ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და შშმ ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებების და ქცევის ნორმების შეცვლას და შშმ ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავცელებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]