weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

რუსმა ბიზნესმენმა 460 000 ლარად თბილისში მიწის ნაკვეთი და შენობა იყიდა

13:36 ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017

რუსეთის ფედერაციის მოქალაქის კუთვნილმა შპს „ბრეინ ფიტ“-მა სახელმწიფოსგან უპირობო აუქციონზე იყიდა ქალაქ თბილისში, მიცკევიჩისა და კუტუზოვის ქუჩების კუთხეში მდებარე 404 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 371, 5 კვ.მ შენობა-ნაგებობა, რაშიც 460 000 ლარი გადაიხადა.

სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში შპს „ბრეინ ფიტ“-მა 2017 წლის 25 სექტემბერს გაიმარჯვა. რუსი ბიზნესმენის კუთვნილი კომპანია აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო

საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემებით, შპს „ბრეინ ფიტ“ (ს/კ - 404540378) 2017 წლის 28 ივნისს დარეგისტრირდა. კომპანიის 100 %-ის მესაკუთრე და დირექტორია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ნატო კამინსკაია. 

რუსი ბიზნესმენისთვის აღნიშნული უძრავი ქონების მიყიდვის კონკრეტული მიზანი უცნობია, ვინაიდან სახელმწიფოსა და კომპანიას შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულება საინვესტიციო ვალდებულებებს არ ითვალისწინებს. 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]