weather cur horoscope tv
აგვისტო 16, 2022

ქრთამის აღებაში ბრალდებულ ალექსანდრე ესიტაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

17:31 ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017

თელავის რაიონულმა სასამართლომ ქვემო ხოდაშენში გამგებლის წარმომადგენელს ალექსანდრე ესიტაშვილს, რომელიც ქრთამის აღებაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ესიტაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

მოსამართლე მარინე ცერცვაძემ მიიჩნია, რომ ბრალდებულმა თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს მოწმეებზე, რითაც გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებებს.

ალექსანდრე ესიტაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც მოხელის მიერ ქრთამის აღებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ღვინის ქარხანაში წარსადგენი ყალბი ცნობა გასცა და ქრთამის სახით 1000 ლარი აიღო. ყურძენი მოკრეფილი იყო სხვა სოფელში, ესიტაშვილის მიერ გაცემულ ცნობაში კი ნაჩვენები იყო, რომ მოქალაქემ ყურძენი წინანდლის მიკროზონაში მოკრიფა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 27 ოქტომბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]