weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

წაღვერის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

10:19 ხუთშაბათი, 28 სექტემბერი 2017

ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მეხანძრე-მაშველები, მეტყევეებთან და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, პრევენციის მიზნით, რამდენიმე დღადგილზე დარჩებიან და მონიტორინგს განახორციელებენ.

„ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 600 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 800 თანამშრომელი. ვერტმფრენებმა 5 დღის განმავლობაში, ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარის ქრობის მიზნით 560 აფრენა განახორციელეს და ცეცხლის კერებს 1175 ტონა წყალი დაასხეს“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დაბა წაღვერთან ხანძარი 22 სექტემბერს გაჩნდია. ცეცხლის გაჩენის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. უცნობია, რა ფართობი დაიწვა ხანძრის შედეგად.

ხანძარი ბორჯომის ხეობაში, 2008 წლის ომის დროს დამწვარ ტყის ადგილზე, 20 აგვისტოსაც გაჩნდა. მისი ჩაქრობა თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბელორუსის ვერტმფრენების დახმარებით, 27 აგვისტოს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 100 ჰექტარზე მეტი ტყე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]