weather cur horoscope tv
აგვისტო 16, 2022

ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთში სოფლები დაიმეწყრა

10:53 ხუთშაბათი, 28 სექტემბერი 2017

ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის რაიონში ოთხი სოფელი დაიმეწყრა. მიწის მასა გვიან ღამით წყავროკასა და ლეღვაში სამ საცხოვრებელ სახლთან ჩამოწვა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სტიქიის გამო ორი ოჯახის ევაკუაცია მოხდა.

სტიქიის შედეგად ჩაიხერგა შიდა სასოფლო გზები მუხაესტატეში, წყავროკაში, ლეღვასა და ხალაში. მოვარდნილმა ღვარცოფმა წაიღო წყავროკა-ცეცხლაურის დამაკავშირებელი ხიდი. მეწყერის გამო ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი თითქმის ერთი საათით ჩაკეტილი იყო.

როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, ამ დროისთვის მიყენებული ზარალს ითვლიან. მიმდინარეობს დამეწყრილი შიდა სასოფლო გზების გაწმენდა.

გადაუღებელი წვიმის შედეგად ქუჩები, ეზოები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა ოზურგეთში, ურეკსა და ფოთში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, ჰაერის ტემპერატურამ მნიშვნელოვნად იკლო. სინოპტიკოსების ცნობით, 29 სექტემბრამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძალიან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]