weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თელავში ღვინის ფესტივალი „თელავინო“ გაიმართება

12:50 პარასკევი, 29 სექტემბერი 2017

თელავში 7 ოქტომბერს ღვინის ფესტივალი „თელავინო“ გაიმართება, სადაც ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანიები და მცირე საოჯახო მარნები საკუთარ პროდუქციას წარადგენენ. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ღვინო, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლური სასმელები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ტრადიციული რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მოეწყობა ეთნოგრაფიული ექსპოზიციები, რთველის ტრადიციებთან და მეღვინეობასთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები.

„თელავინო“, კახეთის მეღვინეთა გილდიის ორგანიზებით, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]