weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ეროვნული ბიბლიოთეკის "ეკვილიბრიუმი" ნუკრიანსა და ჰერეთისკარში ბიბლიოთეკებს მოაწყობს

12:17 კვირა, 01 ოქტომბერი 2017

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ სიღნაღის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების სოფლებში ბიბლიოთეკებს მოაწყობს. ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, „ეკვილიბრიუმი“ წიგნებს გადასცემს ნუკრიანის სოციალურ საწარმოს, ასევე სოფელ ჰერეთისკარის ბიბლიოთეკას.

ღონისძიების ფარგლებში, 1-ელ ოქტომბერს, სოფელ ნუკრიანის სოციალური საწარმო გამართავს გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება ბიო-ღვინო, ყველი და ხელნაკეთი ნივთები. 

"სოციალურ კაფეში, რომელიც მაია ბიძინაშვილმა რამდენიმე წლის წინათ დააარსა, დასაქმებულნი არიან ქალები სიღნაღის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან. გამოფენაზე მათ მიერ შექმნილი ნივთები და ნაწარმი იქნება წარმოდგენილი. მოძრაობა "ეკვილიბრიუმი" ნუკრიანის სოციალურ საწარმოს წიგნებს გადასცემს და ბიბლიოთეკას მოაწყობს. წიგნები გადაეცემა ასევე სოფელ ჰერეთისკარის ბიბლიოთეკას. წიგნებით დახმარება ჰერეთისკარში ზემო აჭარიდან ჩამოსახლებულმა ეკომიგრანტებმა მოძრაობა "ეკვილიბრიუმს" თავად სთხოვეს", - აცხადებენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

მოძრაობა "ეკვილიბრიუმი" 2012 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი სოფლებში ბიბლიოთეკების განახლებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]