weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

4 ოქტომბრამდე ჰაერის ტემპერატურის კლება და წვიმაა მოსალოდნელი

13:00 ორშაბათი, 02 ოქტომბერი 2017

2 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია წვიმა, ნისლი, ზღვაზე კი 3-4 ბალიანი შტორმი. მაღალ მთაში ზოგან შესაძლოა თოვლი მოვიდეს.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

დღეს შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. სამაშველო საგუშაგოებზე წითელი ალმებია აღმართული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ზღვის სანაპიროზე დღის ბოლოს 4 ბალამდე შტორმი დაფიქსირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]