weather cur horoscope tv
აგვისტო 13, 2020

მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 14 პირი დააკავეს

11:57 სამშაბათი, 03 ოქტომბერი 2017 hits 2866

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 14 ადამიანი დააკავეს.

როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, ბრალდებულებმა სხვადასხვა პერიოდში დაამზადეს 1997-1998 წლებით დათარიღებული ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის თანახმად მათ სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცათ მიწის ნაკვეთები.

„გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით, ბრალდებულმა პირებმა საკუთრებად დაარეგისტრირეს სოფელ ნატახტარში, საგურამოსა და სოფელ დიღომში არსებული საერთო ჯამში 45 650 კვ.მ მიწის ფართობი. მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ქონების ღირებულება დაახლოებით ერთ მილიონ ლარს შეადგენს“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, ტარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მოქმედებები მოტყუებით დაუფლებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ დაბრუნების და აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  6-დან  9 წლამდე ვადით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]