weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თუშეთის გზაზე ავტომობილების გადაადგილება აიკრძალა

10:19 ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი 2017

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ჩაიკეტა. როგორც „რეგინფოს“ სოფელ ომალოში ახმეტის გამგებლის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ განუცხადა, აბანოს უღელტეხილზე თოვლის საფარი 30 სანტიმეტრზე მეტია, რის გამოც, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ლადო კახოიძის ინფორმაციით, შპს „გერალმა“ გზის გაწმენდა დღეს დილით დაიწყო და სავარაუდოდ, შუადღისთვის დაასრულებს. კომპანია გზის გაწმენდით სამუშაოებს 15 ოქტომბრამდე განახორციელებს.

თუშეთიდან ზაფხულის საძოვრებზე ცხვრის გადარეკვა და რძის პროდუქტების ბარში ჩამოტანა ჯერ არ დასრულებულა.

უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო თუშეთის გზა ოქტომბერში, თითქმის 7 თვით იკეტება. ამ პერიოდში თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

2017 წლის მარტიდან საავტომობილო გზის გახსნამდე ომალოს მიმართულებით უფასო ავიარეისები ხორციელდებოდა.

პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული ფრენები ამ ზამთარსაც გაგრძელდება.

თუშეთში, რომელიც საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 52 სოფელია. მათი დიდი ნაწილი დაცლილია. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მთელ თუშეთში 47 ადამიანი ცხოვრობს, 30 მამაკაცი და 17 ქალი. 37 ადამიანია რეგისტრირებული სოფელ ომალოში, რამდენიმე კი ბოჭორნაში, კვავლოში, შენაქოში, ჩიღოსა და წაროში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]