weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებას აცხადებს

11:19 ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი 2017

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 35 წლამდე ასაკის მოქალაქეებს შეიარაღებულ ძალებში იწვევს და მათ 4 წლიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლის მსურველების განცხადებების ჩაბარება 2017 წლის 9 ოქტომბრიდან დაიწყება.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი; ასევე, რეზერვში მყოფ რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა (მიჩმანთა) პირადი შემადგენლობა 35 წლამდე.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე მათი და მათი ოჯახების სოციალური და სამართლებრივი დაცვით. მაღალი ანაზღაურების გარდა, საკონტრაქტო სამხედრო სამსახური კარიერული ზრდის საშუალებასაც იძლევა. სამხედრო მოსამსახურეს ასევე შეუძლია პროფესიული მომზადების დონე უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით აიმაღლოს, აითვისოს უცხო ენა და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ოპერაციებში.

იმისთვის, რომ გახდეს რეკრუტი, მოქალაქე აბარებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტესტს. ასევე გადის სამხედრო სამედიცინო კომისიას. რეკრუტი ირიცხება საწყისი საბრძოლო მომზადების 10 კვირიან კურსზე, სადაც ელემენტარულ სამხედრო უნარ-ჩვევებს ეუფლება და სამხედრო დისციპლინებში მომზადებას გადის.

განცხადების წარდგენის დროს მოქალაქემ თან უნდა იქონიოს: პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი); სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი (წვევამდელის მოწმობა); ფოტოსურათი 3X4 - 2 ცალი;

9 ოქტომბრიდან საბუთების მიღება იწარმოებს ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 საათიდან 16:00 საათამდე,  თბილისში, მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ბაზის ტერიტორიაზე.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა ინტერნეტით, ონლაინ რეჟიმშიც შეეძლებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]