weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

რუსთავში 12 წლის გოგონას თავს დაესხნენ

13:40 ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი 2017

რუსთავში, მე-19 მიკრო-რაიონში, საცხოვრებელ კორპუსის სადარბაზოში 12 წლის გოგონას უცნობი მამმაკაცი თავს დაესხა და ძალის გამოყენებით სარდაფში ჩაიყვანა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „ინფო-რუსთავის“ ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

მეზობლების თქმით, სარდაფიდან ბავშვის ყვირილი შემოესმათ და დასახმარებლად გავიდნენ. 40 წლამდე მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მე-19 მიკრო-რაიონში მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადაც, თუმცა ბავშვის კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ გახდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]