weather cur horoscope tv
აგვისტო 16, 2022

არგოხის იპოდრომზე საშემოდგომო დოღი გაიმართება

14:47 პარასკევი, 06 ოქტომბერი 2017

22 ოქტომბერს ახმეტის რაიონის სოფელ არგოხის იპოდრომზე ტრადიციული საშემოდგომო დოღი მოეწყობა. დოღი ორ დისტანციაზე, 3000 და 6000 მეტრზე გაიმართება. გამარჯვებულებს ფულადი პრემიები გადაეცემათ.

შეჯიბრი 14:00 საათზე დაიწყება. დოღში მონაწილეობისთვის მსურველები წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ ტელეფონის საშუალებით, ნომერზე: 599 23 11 32.

დოღი, მეოთხე წელია გაზაფხულსა და შემოდგომაზე, „თუშეთის საცხენოსნო საზოგადოების“ ორგანიზებითა და არგოხში დაფუძნებული ღვინის მეურნეობა „დანიელის“ ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

ორგანიზატორების თქმით, დოღის ჩატარების მიზანი თუშური ტრადიციების შენარჩუნებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]