weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა გარდაიცვალა

22:44 შაბათი, 07 ოქტომბერი 2017

73 წლის ასაკში აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა გარდაიცვალა. ფრიდონ თოდუა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იყო.

2008-2012 წლებში ფრიდონ თოდუა საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ის ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.

ფრიდონ თოდუა ევროპის, ამერიკისა და სხვა საერთაშორისო რადიოლოგიური და ქირურგიული ასოციაციების წევრი, 500-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 8 მონოგრაფიის და 15 გამოგონების ავტორი იყო.

1999 და 2000 წლებში ფრიდონ თოდუა ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

მის მიერ არის დაფუძნებული კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]