weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ხაშურში ყაჩაღობაში ბრალდებულმა პოლიციის უფროსის მოადგილეს დაზიანება მიაყენა  

22:59 შაბათი, 07 ოქტომბერი 2017

ხაშურის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისა და მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ზ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მან თანამზრახველ, 1973 წელს დაბადებულ ა.ღ.-სთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით ხაშურში მცხოვრები, 1978 წელს დაბადებული დ.მ. დააყაჩაღა. ბრალდებულებმა დაზარალებულისგან 400 აშშ დოლარის ოდენობის თანხა წაიღეს.

"დაკავებისას გ.ზ.-მ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. იგი გაქცევას შეეცადა, რა დროსაც მან შსს-ს ხაშურის რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს თავის არეში დაზიანება მიაყენა. ამ დროისთვის, პოლიციელი სამედიცინო შემოწმებას გადის. სამართალდამცველებმა, გ.ზ.-ს პირადი ჩხრეკისას დაუდგენელი წარმომავლობის ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალების მსგავსი მცენარეული მასა ამოიღეს. რაც შეეხება ბრალდებულის სახის არეში არსებულ დაზიანებებს, ფაქტზე დაინიშნება ექსპერტიზა", - განაცხადეს შს სამინისტროში.

ამ ეტაპზე, მეორე ბრალდებული, 1973 წელს დაბადებული ა.ღ. მიმალვაში იმყოფება და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

საქმეზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისა და მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]