weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა

13:08 სამშაბათი, 10 ოქტომბერი 2017

10 ოქტომბერს მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მობილიზებას ემსახურება. 2017 წელს ამ დღის აღნიშნვის თემაა ფსიქიკური ჯანმრთელობა სამუშაო ადგილზე. მისი მიზანია ამ საკითხის გააქტიურება დასაქმებულთა ფსიქიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით.

საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საქართველოში სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ქმედითი ღონისძიებები არ ტარდება.

სახალხო დამცველის მიერ საქართველოს მთავრობის „ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტითა და 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ სათანადოდ არ სრულდება აქტივობები, რომლებიც მოიცავს ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამების შემუშავებას სამუშაო ადგილებზე, ბაღებში, საჯარო სკოლებში. ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, დამოკიდებულების შეცვლას და სტიგმის შემცირებას.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სტრატეგიული დოკუმენტის შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან გატარებული ღონისძიებები არ არის საკმარისი მისი ეფექტური იმპლემენტაციისთვის. შესაბამისად, გამოწვევად რჩება დარგში არსებული რიგი საკითხები.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს უზრუნველყონ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების 2015–2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების დროული შესრულება, რაც ხელს შეუწყობს სფეროში გამოკვეთილი ძირეული პრობლემების მოგვარებას, მათ შორის დასაქმების ადგილებზე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მინიმუმადე დაყვანას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]