weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აზიური ფაროსანა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა – მინისტრის მოადგილე

12:41 ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი 2017

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული, თუმცა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის განცხადებით, სამინისტრო ძირითადი თანხების მოზიდვას დონორი ორგანიზაციების დახმარებით გეგმავს.

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანა არა მხოლოდ საქართველოს პრობლემაა, ამ მავნებელს ებრძვიან ავსტრიაში, იტალიაში, ევროპის სხვა ქვეყნებსა და აშშ-ში. მისივე თქმით, აზიური ფაროსანა 2001 წელს გავრცელდა აშშ-ს 34 შტატში და 21 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა. ამერიკის შეერთებულ შტატებს მავნებელთან ბრძოლის 10 წლიანი გამოცდილება აქვს და მისი პოპულაცია შემცირებულია. მავნებელი ასევე გავრცელებულია ევროპის ქვეყნებშიც -იტალიაში, ესპანეთში, შვეიცარიასა და რუსეთში.

„აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს დონორ ორგანიზაციებთან. ბიუჯეტი ითვლება და ის იქნება საკმაოდ სოლიდური. თუმცა კონკრეტულ თანხაზე საუბარი მხოლოდ დონორებთან შეხვედრის შემდეგ გახდება შესაძლებელი. საქართველოს მთავრობამ რისკები სწორად გათვალა და მიმდინარე წელს ყველა ღონისძიება მსოფლიოში ნომერ პირველი სპეციალისტების რეკომენდაციით განახორციელა, შეწამვლისას კი ნომერი პირველი წამალი გამოიყენა. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა მრავალწლიანი იქნება და მასში თითოეული მოქალაქე უნდა ჩაერთოს“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იმ ღონისძიებებზეც ისაუბრა, რომელიც მავნებლის გასანადგურებლად უკვე გატარდა. ხაზი გაუსვა, რომ წამლობის პროცესი ზუსტად იმ დროს დაიწყო, როცა ეს ყველაზე ეფექტური იყო. მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აზიური ფაროსანას ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის იმ მუნიციპალიტეტებში სადაც მავნებელია გავრცელებული, სპეციალური ტექნიკით, სამანქანე და სატრაქტორო აგრეგატების და ავიაციის მეშვეობით შეიწამლა 110 ათასი ჰექტრამდე ფართობი, საკარმიდამო ნაკვეთები და დიდი მასივები.

აზიური ფაროსანას თემა საქართველოს პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, სადაც დეპუტატები 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე მსჯელობდნენ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]