weather cur horoscope tv
თებერვალი 18, 2020

აჭარაში ძლიერი წვიმისა და ქარის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა

14:49 ორშაბათი, 16 ოქტომბერი 2017 hits 1370

ხულოსა და შუახევში გააქტიურებული მეწყრული პროცესების შედეგად საფრთხე რამდენიმე ოჯახს შეექმნა. ასევე, ბარათაულის გზაზე ადგილი ჰქონდა წყლის მოვარდნას, რამაც მოძრაობა დროებით შეაფერხა.

უამინდობამ პრობლემები ქობულეთშიც შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად სოფლებში მეწყრული პროცესები განვითარდა, ასევე ქარიშხალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. ციხისძირსა და ბუკნარში წყალმომარაგება შეზღუდულია, ელექტროენერგია არ მიეწოდება ზენითის, ხუცუბნის, ციხისძირისა და ზედა სამების მომსახლეობას. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 5 მეწყრული კერა დაფიქსირდა. ზედა ჯოჭოში საავტომობილო გზაზე ჩამოწვა მიწის მასა, რის გამოც 7 ოჯახი მოწყვეტილია გარესამყაროს. ამჟამად საგზაო დეპარტამენტის ტექნიკით გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

რაც შეეხება დაბა ქედას, უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა შიდა გზები. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი სოფლის მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია. 

გაწმენდით სამუშაოებს პრობლემურ კერებთან აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ახორციელებს. აღდგენით სამუშაოებს ატარებს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ზემო აჭარისა და ქობულეთის აბონენტებისთვის შუქის მიწოდების დროულად აღსადგენად. 

სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტების ყველა ბაღსა და სკოლაში შეუფერხებლად მიმდინარეობს. 

ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე წყლის გამტარუნარიანობის პრობლემა შეიქმნა. შპს „ბათუმის წყლის“ მობილური ჯგუფები ქუჩების მონიტორინგ სახორციელებენ. საზოგადოებრივ ტრანსპორტს გადაადგილების პრობლემა არ შექმნია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]