weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

დუშეთის მე-13 უბანზე მაჟორიტარული სახის ბიულეტენები არ აღმოჩნდა - ცესკო

14:39 შაბათი, 21 ოქტომბერი 2017

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, დუშეთისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში პროცედურული ხარვეზები დაფიქსირდა. დუშეთის 23-ე საარჩევნო ოლქის მე-13 უბანზე არ აღმოჩნდა მაჟორიტარული სახის ბიულეტენები, მარტვილის 65-ე საარჩევნო ოლქის 34-ე უბანზე კი მარკირების შემოწმების ფანარი.

„დუშეთის მე-13 უბანზე დანარჩენი ორი სახის ბიულეტენი მერისა და პროპორციული არჩევნებისთვის უბანში იყო. საოლქო საარჩევნო კომისიამ განკარგულებით მიიღო გადაწყვეტილება და საარჩევნო უბანს მაჟორიტარული სახის ბიულეტენები უკვე მიეწოდა. ამასთან დაკავშირებით დაწერილია საჩივარი და საბოლოო გადაწყვეტილებას შესაბამისი საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღებს. მარტვილის 34-ე უბანზე არ აღმოჩდა მარკირების შემოწმების ფარანი და ის დაუყოვნებლივ მიეწოდა კომისიას“, - განაცხადა ცესკოს პრესპიკერმა ანა მიქელაძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლებს საარჩევნო უბანში გადაეცემათ სამი სახის ბიულეტენი: ერთი - ცისფერი ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის პარტიის ან საარჩევნო ბლოკის ასარჩევად, მეორე - ვარდისფერი ბიულეტენი - საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ასარჩევად, მესამე - ღია მწვანე ფერის ბიულეტენი - თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]