weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

არხილოსკალოს საარჩევნო უბანთან ამომრჩევლებს მწვადით და ღვინით უმასპინძლდებიან

16:18 შაბათი, 21 ოქტომბერი 2017

დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის N14 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ არხილოსკალოში, ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს მწვადით და ღვინით უმასპინძლდებიან.

არხილოსკალოს მცხოვრებლებმა „რეგინფოს“ უთხრეს, რომ „ქართული ოცნების“ რამდენიმე აქტივისტი პროდუქტებით და ღვინით დილითვე მოამარაგეს.

კამერის დანახვისას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები აგრესიულები გახდნენ. რამდენიმე მამაკაცმა აღნიშნა, რომ მისი გარდაცვლილი ახლობლის ხსოვნას აღნიშნავენ.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, მათ შორის ამ უბანზე მყოფი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულები არიან, თუმცა განმარტეს, რომ სუფრა კენჭისყრის შენობის გარეთ არის გაშლილი და საკითხი მათ არ ეხებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]