weather cur horoscope tv
იანვარი 29, 2023

15:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 29.84 %-მა მიიღო

16:38 შაბათი, 21 ოქტომბერი 2017

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებზე 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 29.84 % შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 1 026 430 ამომრჩეველმა მიიღო.

ცესკო-ს მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება, სადაც ამომრჩეველთა 46 %-მა საარჩევნო უბნებზე უკვე მივიდა. ყველაზე დაბალი აქტივობა შიდა ქართლშია, სადაც ამომრჩევლის მხოლოდ 25 %-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

აჭარაში ამომრჩეველთა აქტივობამ 29.2 % შეადგინა; გურიაში 40.5 %; იმერეთში - 31.3; კახეთში - 30.5 %; მცხეთა-მთიანეთში - 29.8 %; სამეგრელო-ზემო სვანეთში 31.9 %; სამცხე-ჯავახეთში - 36 %; ქვემო ქართლში 27.1 %.

რაც შეეხება დედაქალაქს, 15:00 საათის მონაცემებით, თბილისში ამომრჩეველთა 27.7 % უკვე იმყოფებოდა საარჩევნმო უბნებზე.

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, 15:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა 28.9%-ს შეადგენდა. 

საარჩევნო უბნები ხმის მიცემისთვის 20:00 საათზე დაიკეტება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]