weather cur horoscope tv
იანვარი 29, 2023

ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი 250 ლარით დააჯარიმეს

18:07 შაბათი, 21 ოქტომბერი 2017

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო აბულაძე 250 ლარით დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საარჩევნო უბანთან აბულაძე ავტომანქანით შსს-ს ბალანსზე არსებულ ავტომანქანას დაეჯახა.

შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 13:00 საათზე მოხდა. „ბე ემ ვეს“ მარკის ავტომანქანამ, რომელსაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტის მაჟორიტარობის კანდიდატი მართავდა, უკუსვლით მოძრაობისას ის შსს-ს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანას შეეჯახა.

„აღნიშნული ავტომანქანით შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ. აქვე შევნიშნავთ, რომ შსს-ს გენერალური ინსპექცია საარჩევნო უბნის პერიმეტრზე განლაგებული საპოლიციო ძალების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს, რათა პოლიციელების მხრიდან ადგილი არ ჰქონდეს ნებისმიერი სახის გადაცდომას“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატის ბრალეულობა ადგილზე ჩატარებული შესაბამისი მოქმედებებისა და თვითმხილველთა გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე 250 ლარით დაჯარიმდა.

დღეს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ თეთრიწყაროს N1 საარჩევნო უბანზე საჯარო მოხელეების მობილიზება ხდებოდა, რაც ნინო აბულაძემ შენიშნა და შეკრებილ პირებს განუმარტა, რომ აღნიშნული ქმედება კანონდარღვევას წარმოადგენდა. პარტიაში აცხადებენ, რომ ამის შემდეგ მის ავტომობილს უკნიდან ვერცხლისფერი „შკოდა“ მიზანმიმართულად დაეჯახა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]