weather cur horoscope tv
მაისი 21, 2024

ცოლისა და შვილის ცემის ბრალდებით რუსთავში მამაკაცი დააკავეს

11:58 კვირა, 22 ოქტომბერი 2017

რუსთავში პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1979 წელს დაბადებული გ.გ. დააკავა. გამოძიების ინფორმააციით, დაკავებულმა არაფხიზელ მდგომარეობაში არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ცოლს და მეორე, 7 წლის შვილს.

ძალადობის შესახებ პოლიციას დაზარალებულმა ქალმა აცნობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგინდა, რომ გ.გ.-მ მეუღლის მიმართ ანალოგიური ქმედება არაერთხელ ჩაიდინა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის და არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]