weather cur horoscope tv
ოქტომბერი 25, 2024

იორმუღანლოში 30 წლის კაცი მოკლეს

23:31 ორშაბათი, 23 ოქტომბერი 2017

საგარეჯოს რაიონში, იორმუღანლოს თემის სოფელ ქეშალოში 30 წლის კაცი მოკლეს. სასიკვდილო ჭრილობები მას დანით თანასოფლელმა მიაყენა. შემთხვევას წინ ვალის გამო წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

არსებული ინფორმაციით, მსხვერპლმა მკვლელობაში ეჭვმიტანილს ვალის დაბრუნება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. დაჭრილი მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა, მკვლელი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

კვირის პოპულარული

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]