weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კობა ნაყოფიას უკრაინაში შესვლა 3 წლით აეკრძალა

10:39 სამშაბათი, 24 ოქტომბერი 2017

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბიზნესმენ და საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს კობა ნაყოფიას უკრაინაში შესვლა სამი წლის ვადით აუკრძალა.

უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოცემა „უკრაინსკა პრავდასთვის“ გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება 12 ოქტომბერს, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებიდან გამომდონარე იქნა მიღებული.

კობა ნაყოფია ქვეყანაში 15 ოქტომბერს, კიევის ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტიდან არ შეუშვეს. უსაფრთხოების სამსახურმა მაშინ განმარტა, რომ სამართალდამცავი ორგანოების ბრძანებას ასრულებდა, თუმცა არ განუმარტავთ კონკრეტულად რომლისას.

კობა ნაყოფია, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირია, 2008-2016 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]