weather cur horoscope tv
ივლისი 15, 2024

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

10:24 ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი 2017

თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი მამაკაცი დაშავდა. მთის ფერდობზე მოძრავი მაღალი გამავლობის ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა, სიმაღლიდან გადავარდა და რამდენჯერმე ამობრუნდა.

დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

რაც შეეხება მესამე მამაკაცს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]