weather cur horoscope tv
ოქტომბერი 03, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაკავების დროს გარდაიცვალა

21:12 ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი 2017

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, პატრულ-ინსპექტორების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მისულ პატრულ-ინსპექტორებს, კონფლიქტის განმუხტვის შემდეგ, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი დაუპირისპირდა. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მამაკაცი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემომყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

"პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირი, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თვითმხილველების განცხადებით, დაკავების დროს მამაკაცმა პატრულის თანამშრომლებს უთხრა რომ შეუძლოდ იყო, თუმცა სამართალდამცავებმა მისი დაკავება გააგრძელეს და დახმარება არ აღმოუჩნეს.

"პატრულის მხრიდან ძალის გადამეტება მოხდა. როდესაც უკან ხელი აუგრიხეს და ბორკილს ადებდნენ, ჩაიჩოქა და უთხრა, თავი დაენებებინათ, რადგან ცუდად იყო. ბიჭებიც ეხვეწებოდნენ, მაგას დაანებეთ თავი რას ერჩითო. ჩვენ ვეუბნებოდით სასწრაფო გამოეძახებინათ, მაგრამ რომ არ გამოიძახეს ჩვენ დავრეკეთ. სასწრაფო რომ მოვიდა, უკვე გარდაცვლილი იყო", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი "რუსთავი 2"-თან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია, თუმცა არ აკონკრეტებენ რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]