weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართება

14:44 ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი 2017

28 და 29 ოქტომბერს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართება. კვირეულის ფარგლებში გიორგი ანწუხელიძის ხსოვნის საპატივსაცემოდ დალაობის რიტუალი ჩატარდება. დატირების შემდეგ ანწუხელიძის ხსოვნას პატივს ტრადიციული დოღით მიაგებენ. გარდა ამისა, დაგეგმილია ტურნირი მინი-ფეხბურთში და მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი.

გიორგი ანწუხელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეულის ორგანიზატორი „თუშეთის განვითარების ფონდია“. ორგანიზატორების ინფორმაციით, თუშური ტრადიციული დალაობა 28 ოქტომბერს, შაბათს გაიმართება. 12:00 საათზე ცხენებით მსვლელობა ქვემო ალვნის ცენტრიდან დაიწყება და კვირაცხოვლის ეკლესიაში დასრულდება. დალაობის შემდეგ დოღი ალაზნის პირას, 5 კილომეტრიან დისტანციაზე გაიმართება. დოღში გამარჯვებულბს ქვემო ალვანში, გმითა მემორიალთან დააჯილდოვებენ.

28 ოქტომბერსვე დაგეგმილია ფეხბურთისა და მაგიდის ჩოგბურთის ტურნირების ჩატარება. ფინალური შეხვედრები და გამარჯვებულთა დაჯილდოება კი კვირას, 29 ოქტომბერს გაიმართება.

გიორგი ანწუხელიძე 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. სერჟანტი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება. „თუშეთის სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა. ის მუხათგვერდის სასაფლაოზეა დაკრძალული.

აღსანიშნავია, რომ დალაობის რიტუალით და დოღით თუშები გარდაცვლილ მამაკაცებს პატივს ყოველწლიურად მიაგებენ. დალაობა გიორგი ანწუხელიძის ხსოვნის საპატივსაცემოდ პირველად 2013 წელს ჩატარდა და ყოველ წელს, ოქტომბრის ბოლო შაბათს იმართება. თუშები ანწუხელიძესთან ერთად იხსენებენ საქართველოს მთლიანობისთვის 1993 წელს დაღუპულ სამ გმირს - ომარ ქორთოშიძეს, ზაზა მოზაიძესა და კახა აბულიძეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]