weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

წალენჯიხაში სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

16:18 ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი 2017

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავა-ლეკუხონას ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს, თბილისის მიერ კონტროლირებად საგუშაგოსთან რიგითი ჯარისკაცი იარაღიდან შემთხვევით გასროლის შედეგად დაიღუპა.

უბედური შემთხვევა დღეს მოხდა. სოფელ მუჟავაში გამგებლის წარმომადგენელმა მამუკა ჩხაპელიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ერთ-ერთ სამხედროს ცეცხსასროლი იარაღი შემთხვევით გაუვარდა და ტყვია მეორეს მოხვდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილის გადარჩენა ვერ შეძლო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]