weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბათუმში 40-მდე ნაგვის ურნა მოიპარეს

15:26 ორშაბათი, 30 ოქტომბერი 2017

ბათუმში, ბოლო სამ თვეში ბოძებზე დამონტაჟებული 40-მდე დეკორატიული ურნა მოიპარეს. „აჭარის ტელევიზიასთან“ საუბარში დასუფთავების სამსახურის უფროსმა დავით ასამბაძემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ურნები სოფლებში მიაქვთ და გოდრებად იყენებენ.

დავით ასამბაძის თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქალაქის ცენტრში, ერთი და იმავე ქუჩიდან დეკორატიული ურნა რამდენჯერმე წაუღიათ.

„ადრეც ცუდი პრაქტიკა გვქონდა. ვანდალიზმს ჰქონდა ადგილი. არ დატოვეს არაფერი. სხვა გამოსავალი არ იყო. მთელი ქალაქი რომ მოგვეცვა, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ამ დეკორატიული ურნების განთავსება იყო. მთელი წელი არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს დაეზიანებინა. ბოლო სამი თვეა რა დაემართათ არ ვიცი, ისევ დაიწყეს ურნების წაღება. მითხრეს, სოფლებში მიაქვთ და გოდრებად ხმარობენო“, ამბობს დასუფთავების სამსახურის უფროსი.

დავით ასამბაძის განცხადებით, ნაგვის ურნების ქურდობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროც ინფორმირებულია.

ამ ეტაპზე ბათუმის ქუჩებში 1000-მდე დეკორატიული ურნაა განთავსებული.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]