weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საბერძნეთში 85 წლის ქალის წამებაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

11:01 სამშაბათი, 31 ოქტომბერი 2017

საბერძნეთის პოლიციამ 85 წლის ქალის წამების ბრალდებით საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. სამართალდამცავების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი ფულის გამოძალვის მიზნით მოხუცის სახლში 26 ოქტომბერს შეიჭრა. მათ ქალი ცემეს, შემდეგ კი საწოლზე მიაბეს და ცხელი უთოთი აწამეს.

ქალის მეზობელი მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ მძარცველებმა სახლიდან 50 ევრო, ბეჭედი და ჯვარი წაიღეს.

ბრალდებული შვიდი ქართველიდან სამი წარსულში ნასამართლევია. ისინი სასჯელს ანალოგიური ტიპის დანაშაულისთვის იხდიდნენ და ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდნენ. პოლიციის ინფორმაციით, დანარჩენი ოთხი ქართველი სწორედ მათ მიერ იყო მომზადებული.

ვარაუდობენ, რომ დანაშაულებრივ ჯგუფს 30-მდე ქურდობა აქვს ჩადენილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]