weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა

16:19 ხუთშაბათი, 02 ნოემბერი 2017

თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 წელს მიუღწეველი ბავშვის სამჯერ გაუპატიურებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა გ.ბ.-მ, რომელმაც იცოდა რომ არასრულწლოვნის დედა საქართველოში არ იმყოფებოდა, გადაწყვიტა მის არასრულწლოვან ვაჟთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა.

2017 წლის იანვარში, ბრალდებულმა ხელსაყრელი მომენტით ისარგებლა და არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხელების გაკავებით დაძლია მისი წინააღმდეგობა და მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. აღნიშნულის შემდეგ, გააფრთხილა მომხდარის შესახებ არავისთვის ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მსგავს ქმედებას მისი დის მიმართაც განახორციელებდა. ძალადობის მუქარითა და ძალის გამოყენებით, აღნიშნული ქმედება იანვრის თვის განმავლობაში ბრალდებულმა სამჯერ განახორციელა.

ბრალად წარდგენილი ქმედების ხასიათისა და დაზარალებულის ასაკის გათვალისწინებით, სასამართლო განხილვა საქმეზე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ ცნო.

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, ამოცნობის ოქმის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მასალათა ერთობლიობის შეფასების შედეგად ბრალდებული გ.ბ. დამნაშავედ მიიჩნია და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

საქმის არსებითი განხილვისას, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, წარდგენილი ბრალდება - მამათმავლობა, ჩადენილი ძალადობის მუქარით, იმ პირის მიმართ რომელსაც არ შესრულებია 14 წელი გადაკვალიფიცირდა გაუპატიურებად, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. 

სასჯელთა შთანთქმის პრინციპისა და დანაშაულთა ერთობლიობით, სასამართლომ გ.ბ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]