weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

7 ნოემბერს თელავში „ერეკლეობა“ აღინიშნება

13:35 ორშაბათი, 06 ნოემბერი 2017

7 ნოემბერს, თელავში ერეკლე მეორის დაბადების დღე, „ერეკლეობა“, იგივე თელავქალაქობა აღინიშნება. თელავის მერიის ინფორმაციით, ტრადიციულ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება.

მეფის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს მცხეთის სვეტიცხოველში და თელავში, ერეკლე მეორის სასახლის კარის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღავლენენ.

11:00 საათზე მეფის სასახლეში გაიმართება ეროვნულ სამოსში კოსტიუმირებული სანახაობა და კონცერტი ანსამბლების „კახეთის ჰანგებისა“ და „პატარა კახის“ მონაწილეობით. 12:00-დან 17:00 საათამდე ერეკლე მეორის მოედანზე, ძველი ბაღის ტერიტორიაზე, გამოიფინება თელაველი მხატვრებისა და ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები. კულტურის ცენტრში კი გაიმართება ახალგაზრდა მხატვრის ნინო ჯელაძის ნამუშევრების გამოფენა და დისკუსია ერეკლე მეორესა და მის ეპოქაზე.

დღის განმავლობაში ქალაქის მთავარ მოედანზე გახსნილი იქნება სოფლის ნობათის, ღვინის, ტურიზმის, ხალხური რეწვის, წიგნისა და მუსიკის პავილიონები. 12:00-დან 16:00 საათამდე, ღია სცენაზე გაიმართება ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში დაჯილდოვდებიან თელავის საპატიო მოქალაქეები.

„ერეკლეობას“კონცერტი დაასრულებს, რომელშიც მონაწილეობას ნიაზ დიასამიძე და ბენდი მიიღებენ. 20:00 საათზე საზეიმო ფოიერვერკია დაგეგმილი.

ერეკლეობის დღესასწაული ერეკლე მეფის დაბადების დღეს უკავშირდება. ერეკლე II 1720 წლის 7 ნოემბერს თელავში დაიბადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]