weather cur horoscope tv
ოქტომბერი 08, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ოპერაციების ფასებს სახელმწიფო დაადგენს

20:36 ორშაბათი, 06 ნოემბერი 2017

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მსურველ კლინიკებს ოპერაციების ფასებს სახელმწიფო დაუდგენს. ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა.

„დღეს აპენდიციტის ოპერაცია შეიძლება ერთ კლინიკაში 1000 ლარი ღირდეს, ხოლო მეორეში - 5 000 ლარი - ასეთი განსხვავება აღარ იქნება. იქნება უფრო სამართლიანად ანუ რეალურად კონკრეტულ ოპერაციაში რამდენიც იხარჯება, ტარიფები იმის მიხედვით იქნება დათვლილი. 120 ქვეყანაში კერძო კლინიკებს უდგენენ ტარიფებს. მე კლინიკებს ვეუბნები: თუ გინდათ, რომ გქონდეთ კონტრაქტი საყოველთაო ჯანდაცვაში, აი, ამ ტარიფით მოემსახურებით, ხოლო თუ არ გნებავთ, რაც გინდათ ის გააკეთეთ. ამ ტარიფების დათვლისას სამართლიან მეთოდს გამოვიყენებთ - დათვლილი იქნება კონკრეტულ რესურსტევადობაზე და მოგების რაციონალური პროცენტიც იქნება ჩადებული, მაგრამ არა ისე, როგორ დღეს არის“, - ციტირებს „ინტერპრესნიუსი“ აკაკი ზოიძის კომენტარს.

მისივე თქმით, 2018 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სელექტიური კონტრაქტირების მექანიზმის ამოქმედება იგეგმება, რომლის მიხედვით, მაღალკვალიფიციური სამედიცინო კლინიკები შეირჩევა.

„დღევანდელ სიტუაციაში არის უფრო მეტი კლინიკა, ვიდრე მაღალკვალიფიციური ექიმი. ეს მაღალკვალიფიციური ექიმები მუშაობენ ბევრ კლინიკაში ერთად. ამის გამო, შესაძლოა თუ არანორმირებულად იმაზე მეტს იმუშავებენ, ვიდრე არის რეკომენდებული სამუშაო საათების ხანგრძლივობა, ცნობილია, რომ ეს სამედიცინო შეცდომის რისკს ზრდის. ჩვენ ექიმებს იმის პირობები უნდა შევუქმნათ, რომ მათ არ ჰქონდეთ ბევრ ადგილას, ზენორმირებულად მუშაობის აუცილებლობა, თავიანთი ჯანმრთელობის თუ პაციენტების ჯანმრთელობის საზიანოდ. გამოსავალი სელექტიურ კონტრატირებაში მდგომარეობს. კერძოდ, ამდენი კლინიკა, რომელიც დღეს არის საყოველთაო ჯანდაცვაში და პირდაპირ ვამბობ, რომ მათი ნაწილი არის საამქროები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ფულის გადამუშავებაზეა ორიეტირებული, აი ასეთი კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან უნდა ამოვიდეს. უნდა დარჩეს მხოლოდ მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული, მულტიპროფილური, შესაბამისად აღჭურვილი კლინიკები, რომელთაც მაღალი ხარისხის დახმარების გაწევა შეუძლიათ. კრიტერიუმი იქნება მაღალი ხარისხის მომსახურების ინდიკატორები და მომსახურების ყველა შესაბამისი პროფილი. პაციენტი არ უნდა ელოდოს ქალაქის ერთი ბოლოდონ მეორე ბოლოში შესაბამისი კონსულტანტის გამოძახებას. პაციენტისთვის ზოგჯერ წუთებსაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ აკაკი ზოიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]