weather cur horoscope tv
ოქტომბერი 08, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

ფინანსური პოლიციის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა ერთ წელში დანამატი 29-ჯერ აიღო

12:41 სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა, რომელიც ამჟამად მთავარი პროკურორის მოადგილეა, 2016 წელს 121 152 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო, საიდანაც თანამდებრივი სარგო 35 400 ლარია, ხოლო 29-ჯერ მიღებული დანამატები ჯამში 85 752 ლარს შეადგენს.

გიორგი ბადაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს 2015 წლის 2 დეკემბრიდან 2017 წლის ივნისამდე ხელმღვანელობდა. 2017 წლის 7 ივნისს დაინიშნა საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილედ. ოთარ ფარცხალაძის გადადგომის შემდეგ, 2014 წლის 21 იანვრიდან 2015 წლის 2 დეკემბრამდე, ეკავა ქვეყნის მთავარი პროკურორის თანამდებობა. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგო თვეში 2950 ლარია, ანუ წელიწადში 35 400 ლარი. ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, გიორგი ბადაშვილმა 2016 წელს ანაზღაურების სახით მიიღო 121 152 ლარი, საიდანაც 85 752 ლარი დანამატების თანხაა.   

აღსანიშნავია, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მუშაობისას გიორგი ბადაშვილის ანაზღაურება მნიშვნელოვნად ნაკლები იყო და წელიწადში 107 580 ლარს შეადგენდა, თუმცა თანამდებობრივი სარგო გაცილებით მეტი - თვეში 3910 ლარი იყო. 

„რეგინფო“ წერდა, რომ გიორგი ბადაშვილის მამამ - ნუგზარ ბადაშვილმა 2016 წელს საგარეჯოში, სოფელ მანავში მდებარე 14 ერთეული სახნავი მიწის ნაკვეთი იყიდა, რომლებიც წინა წლებში ნაყიდ სხვა ნაკვეთებთან ერთად საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა. მიწის ნაკვეთების ფართობი ჯამში 227 467 მ2-ს შეადგენს. 

იქვე აღნიშნულია, რომ ნუგზარ ბადაშვილი 2012 წლიდან დასაქმდა სახელმწიფო საწარმოებში - ჯერ შპს „მყარი ნარჩენების კომპანიაში“, შემდეგ კი „საქართველოს რკინიგზაში“, სადაც მისი ხელფასი ყოველწლიურად ორმაგდებოდა და ბოლო მონაცემებით, თითქმის 7-ჯერ გაიზარდა.

მასალის გამოქვეყნების შემდეგ, გიორგი ბადაშვილმა ქონებრივი მდგომარეობის ახალ დეკლარაციაში ოჯახის წევრები საერთოდ აღარ მიუთითა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]