weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ნინო გვენეტაძემ 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ხელი მოაწერა

23:06 ხუთშაბათი, 09 ნოემბერი 2017

უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ ხელი მოაწერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას 34 მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ.

დღეს ნინო გვენეტაძემ მოსამართლეებთან თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. დახურულ შეხვედრას თანამდებობაზე უვადოდ გამწესებული მოსამართლეები და ასევე, ის მოსამართლეებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ამ ეტაპზე არ იქნენ უვადოდ გამწესებული.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესთან დაკავშირებით ორგანული კანონის 794 მუხლის შესაბამისი დებულებების თაობაზე მოსაზრებების მოსმენა და ერთიანი პოზიციის შემუშავება. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საბჭოს მომდევნო სხდომებზე მოხდება მოსამართლეებისა და დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირება იმ წინადადებაზე, რომელიც ეხება 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის უვადოდ დანიშვნას.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად, საერთო სასამართლოებში 34 მოსამართლე უვადოდ 20 ოქტომბერს გაამწესა. 34-მა მოსამართლემ საბჭოს წევრების 2/3-ის მხარდაჭერა მოიპოვა, რაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ მათი უვადოდ გამწესება მომხდარიყო, თუმცა ნინო გვენეტაძეს საბჭოს გადაწყვეტილებაზე ხელი დღემდე არ ჰქონდა მოწერილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]