weather cur horoscope tv
იანვარი 29, 2023

გურჯაანში ერთი და იგივე მაღაზია მესამედ გაქურდეს

18:09 ოთხშაბათი, 15 ნოემბერი 2017

გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე N48-ში მდებარე მაღაზია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მესამედ გაქურდეს. პირველად, აგვისტოში მომხდარი ქურდობისას მაღაზიიდან 1000 ლარი და სწრაფი ჩარიცხვის სამაგიდო აპარატი წაიღეს. მეორე ქურდობისას მაღაზიიდან სურსათი გაიტანეს, მესამედ რამდენიმე ათეული კოლოფი სიგარეტი და ყავა.

2016 წლის ზაფხულში ამავე მაღაზიის წინ მდგარი „საქართველოს ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიც მოიპარეს. აპარატი მიწაში დაახლოებით ნახევარ მეტრზე რკინებით იყო დამონტაჟებული, თუმცა ქურდებმა მოთხარეს და მისი წაღება მაინც შეძლეს. ქურდობიდან მეორე დღეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ქალაქგარეთ, ნაკვეთებში იპოვეს დამწვარი და გატეხილი. ფული წაღებული იყო. გასულ წელს, ამავე ქუჩაზე „საქართველოს ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის კიდევ 2 აპარატი გატეხეს, რის შემდეგაც ბანკმა 9 აპრილის ქუჩაზე განთავსებული ყველა აპარატი მოხსნა და სხვა ადგილას გადაიტანა.

9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრებთა ინფორმაციით, ქურდობის თითქმის ყველა ფაქტის დროს გარეგანათება გამორთული იყო.

ქურდობის ფაქტებზე შს გურჯაანის სამმართველოში გამოძიება დაიწყო, მაგრამ არცერთი საქმე არ არის გახსნილი. დაზარალებულებს პოლიციაში განუცხადეს, რომ ეჭვმიტანილი არ ჰყავთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]