weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქრთამის აღების ბრალდებით მარტვილის გამგეობის ხელმძღვანელი პირები დააკავეს

13:01 ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო და ინფრასტუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურების ხელმძღვანელი პირები დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტის განმახორციელებელ ერთ - ერთი კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელს დაუკავშირდნენ. ბრალდებულებმა, მას სამსახურებრივი მფარველობის და ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის ხელოვნურად გაზრდის, ასევე  ვითომდა შესრულებული სამუშაოების დადასტურების სანაცვლოდ, თანხა გამოართვეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის  332-ე და 338-ე მუხლების პირველი ნაწილებით. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]