weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

დიდუბის ავტოსადგურში ქალის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

13:17 ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017

თბილისში, დიდუბის ავტოსადგურში ქალის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე 2 ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. პოლიციამ მათ მიმათ ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლით შეადგინა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

დაკავებულები 24 საათის განმავლობაში იზოლატორში იყვნენ მოთავსებულები, რის შემდეგაც სასამართლოში გადაიყვანეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ისინი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად სცნო და 100–100 ლარით დააჯარიმა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლი, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას, ანუ საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეომასალა გავრცელდა, საიდანაც ჩანს დიდუბის ავტოსადგურში ორი ახალგაზრდა მამაკაცი როგორ აყენებს გამვლელ ქალს სიტყვიერ შეურაცხყოფას უცენზურო სიტყვების გამოყენებით და მოწოდების მიუხედავად, რომ შეეწყვიტათ შეურაცხყოფა, როგორ აგრძელებენ ხულიგნობას. ინციდენტის ადგილზე პოლიცია დაზარალებულმა გამოიძახა.

 

გაფრთხილებთ, რომ ვიდეო შეიცავს უცენზურო ლექსიკას და გამონათქვამებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]