weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ნაირა გელაშვილმა სახალხო დამცველს „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდო უკან დაუბრუნა

14:56 ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017

მწერალმა და „კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელმა ნაირა გელაშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს უკან დაუბრუნა „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდო, რომელიც „კავკასიურმა სახლმა“ 10 წლის წინ მიიღო. ნაირა გელაშვილის თქმით, პროტესტი მიზეზი ის გახდა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა რამდენიმე დღის წინ „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდო „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ლიდერს გიგა ბოკერიას და ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს გადასცა.

„სახალხო დამცველის, მისი აპარატის იდეა ჩაგრულთა გვერდში დგომაა, დაუცველთა დაცვა და არა მოძალადეების გვერდით დადგომა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავკაცებს, ბოროტმოქმედებს მიანიჭა „ტოლერანტობის ქომაგის“ წოდება და თანაც, 7 ნოემბრის 10 წლისთავზე, როდესაც ათი წლის წინ არნახული ხოცვა-ჟლეტა და დარბევა განახორციელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ადამიანების მონაწილეობით, ხოლო „რუსთავი 2“ ყოველთვის იყო ამ ბოროტების რუპორი და თანამოქმედი“, – ციტირება ნაირა გელაშვილის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შეგახსენებთ, 16 ნოემბერს, სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოებმა ტრადიციულად დააჯილდოვეს 2017 წლის „ტოლერანტობის ქომაგები“. წელს „ტოლერანტობის ქომაგები“ გახდნენ: მწერალი ლაშა ბუღაძე; ფესტივალის „ერთი ცის ქვეშ“ ორგანიზატორი, მუსიკოსი და დამსახურებული პედაგოგი მანანა ალფაიძე; ორგანიზაციებიდან – მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი - პროექტისთვის რელიგიათა კლუბი და „არტარეა“ – პროექტისათვის „თბილისური ეზო“, მედიიდან გამოვლინდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და გაზეთი „გურჯისტანი“; საჯარო მოხელეთა შორის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გიგა ბოკერია და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გურამ ოდიშარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]