weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ბოლო ერთწელში ქართული არხების ყურებადობა მკვეთრად შემცირდა - GNCC

15:47 ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს შპს „ტრი მედია ინტელიჯენსის“ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 2017 წლის ოქტომბრის თვეში 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით ზოგადად სატელევიზიო არხების ყურებადობა (1 წუთის განმავლობაში საშუალო მაყურებლების რაოდენობა) 9.37%-ით არის შემცირებული.

ამავე პერიოდში ქართული არხების ყურებადობა შემცირებულია 21.23%-ით, ხოლო უცხოური არხებისა და საკაბელო ოპერატორების კუთვნილი არხების ყურებადობა გაიზარდა 26.67%-ით.

2017 წლის ოქტომბერში შემცირებულია ქართული არხების აუდიტორიის წილი ბაზარზე და შეადგენს 65.5%-ს, ხოლო 2016 წლის ოქტომბერში შეადგენდა 75%-ს. ამავე პერიოდებში უცხოური და საკაბელო ოპერატორების კუთვნილი არხების აუდიტორიის წილი გაიზარდა: 2016 წლის ოქტომბერში მათი წილი შეადგენდა 25%-ს და 2017 წლის ოქტომბერში შეადგენს 34.5%-ს.  

2017 წლის ოქტომბრის თვეში 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით TOP 10 ქართულ არხებს მაყურებელი შეუმცირდა 21.16%-ით. TOP 10 ქართულ არხის აუდიტორიის წილი ბაზარზე შეიცვალა შემდეგი სახით:

  1. ტელეიმედის წილი გაიზარდა 23.4%-დან 26%-მდე;
  2. რუსთავი 2-ს შეუმცირდა 25%-დან 18.2%-მდე;
  3. კომედი ტვ-ს შეუმცირდა 5.1%-დან 3.5%-მდე;
  4. ჯი დი ეს ტვ-ს გაეზარდა 3%-დან 3.4%-მდე;
  5. პირველ არხს შეუმცირდა 2.5%-დან 2%-მდე;
  6. მაესტროს შეუმცირდა 4%-დან 0.7%-მდე;
  7. მარაოს შეუმცირდა 1.9%-დან 1.7%-მდე;
  8. ტვ პირველს გაეზარდა 1.2%-დან 1.8%-მდე;
  9. სილქ იუნივერსალს გაეზარდა 0.9%-დან 1%-მდე;
  10. პალიტრა ნიუსს გაეზარდა 0.6%-დან 0.8%-მდე.
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]