weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დაკავებულია ერთი პირი, დანარჩენების დასაკავებლად სპეცოპერაცია გრძელდება

12:40 ოთხშაბათი, 22 ნოემბერი 2017

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ნინო გიორგობიანის განცხადებით, კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად სპეცოპერაცია გრძელდება. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული დაჯგუფების წევრები.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ოპერაციის საწყის ეტაპზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს მათთან სამართალდამცავებისთვის ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სროლის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი დაიჭრა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული პირების ვინაობის სრული იდენტიფიკაცია. მათი სავარაუდო დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით განხორციელდა ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია იმ კორპუსის სადარბაზოდან, რომელშიც უშუალოდ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია და ასევე მიმდებარე ტერიტორიიდან. სპეცოპერაციის დროს ადგილობრივი მცხოვრებლებს მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ.

მოსახლეობას მოვუწოდებთ მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან და დაემორჩილონ სამართალდამცავების მითითებებს“, – განაცხადა გიორგობიანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]