weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

აშშ-ის ელჩი სპეცოპერაციაზე – ადამიანების უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

14:06 ოთხშაბათი, 22 ნოემბერი 2017

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ადამიანების უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს, ხოლო სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია უნდა მიეწოდოს.

„ყველაზე მეტად რაც გვაღელვებს, ეს მოსახლეობის უსაფრთხოებაა. ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს და ვიცით, რომ ის გარკვეული ზომები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის მიღებულია და ეს ძალიან მნიშნველოვანია. აქ ორი საკითხია გასათვალისწინებელი, პირველი, რომ გარანტირებული უნდა იყოს ადამიანების უსაფრთხოება, მეორე, როდესაც სპეცოპერაცია დასრულდება, სამართალდამცავმა ორგანოებმა გამჭვირვალედ მიაწოდონ ინფორმაცია მოსახლეობას“, -ციტირებს „რუსთავი 2“ იან კელის კომენტარს.

ისნის რაიონში, გუშინ გვიან საღამოს დაწყებული სპეცოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა. სადარბაზოდან, სადაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იმყოფებიან, მაცხოვრებლების ევაკუაცია მოხდა.

მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. მათი ცნობით,  სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად სპეცოპერაცია გრძელდება. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული დაჯგუფების წევრები.

 სუს-ში განაცხადეს, რომ სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე დანაშაულებრივ ჯგუფთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა მათ სამართალდამცავებისთვის ჩაბარებაზე უარი თქვეს.

„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სროლის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი დაიჭრა“, - განაცხადა სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინი გიორგობიანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]