weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცრაზმელი გარდაიცვალა

17:22 ოთხშაბათი, 22 ნოემბერი 2017

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცრაზმელი, 41 წლის მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმის განცხადებით, პაციენტს ქალა ტვინის ტრავმა ჰქონდა, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლი ინგოროყვას კლინიკაში რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს და რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ის მონაწილეობას იღებდა სპეცოპერაციაში, რომელიც ისნის რაიონში ამ დრომდე გრძელდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, პირები, რომელთა დასაკავებლადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან და ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან. სუს-ში განაცხადეს, რომ სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე დანაშაულებრივ ჯგუფთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა მათ სამართალდამცავებისთვის ჩაბარებაზე უარი თქვეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]