weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

ამას მოყვება უმკაცრესი რეაგირება - გიორგი კვირიკაშვილი

11:03 შაბათი, 25 ნოემბერი 2017 hits 1683

„პირველ რიგში, ამ უმძიმეს წუთებში ვუსამძიმრებ ბათუმში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ეს ტრაგედია უმძიმესია თითოეული ჩვენგანისთვის. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ მოხდეს გამომწვევი მიზეზების სწრაფად დადგენა. ამას მოყვება უმკაცრესი რეაგირება და დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად 11 ადამიანის გარდაცვალების საკითხზე კომენტირებისას.

„ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია და დაშავებულები გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებებში - მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მაშველმა-მეხანძრეებმა ურთულეს ვითარებაში შეძლეს ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. მადლობა თითოეულ მათგანს თავდადებული სამსახურისთვის“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი, რომელიც ბრიუსელიდან თბილისში ბრუნდებოდა სასტუმრო „ლეოგრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა.

24 ნოემბერს, საღამოს 20:00 საათისთვის, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს. ექიმების განცხადებით, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო-უსაფრთხოების ნორმების დარღვევას. ამ მუხლის მიხედვით, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარაიას განცხადებით, სავარაუდოდ შენობას სახანძრო უსაფრთხოების სისტემა არ აქვს.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ლეოგრანდი“ 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა. სასტუმროს საზეიმო გახსნის ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]