weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

სიღნაღის ვიცე-მერად ჟურნალისტი მადონა ბატიაშვილი დაინიშნა

15:03 ორშაბათი, 27 ნოემბერი 2017

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა მოადგილეები დანიშნა. ვიცე-მერის თანამდებობა კახეთის გუბერნატორის ყოფილმა პრესმდივანმა მადონა ბატიაშვილმა დაიკავა, მერის მეორე მოადგილე კი თემურ ბალარჯიშვილი გახდა.

მადონა ბატიაშვილი კახეთის გუბერნატორის პრესმდივნად 2014 წლიდან მუშაობდა. ის ამ თანამდებობაზე რეგიონის ყოფილმა გუბერნატორმა და ამჟამად დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა დანიშნა. მანამდე მადონა ბატიაშვილი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ კორესპონდენტი იყო. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა რადიო „ჰერეთთან“, კახეთის საინფორმაციო ცენტრთან, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან, ტელეკომპანია „გურჯაანთან“.

რაც შეეხება თემურ ბალარჯიშვილს, ის პროფესიით ფილოსოფოსია. 1997-2008 წლებში იყო სოფელ მაღაროს მე-2 სკოლის დირექტორი, 2008-2012 წლებში სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, 2013 წლიდან 2017 წლამდე კი სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველოს სპეციალისტად მუშაობდა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერად გიორგი გოგილაშვილი 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს. ის „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი იყო და ამომრჩეველთა ხმების 59% მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]